LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ხედვა 2005 წელს იპოდრომზე გამოვთქვი და ეს არ შეცვლილა – სალომე ზურაბიშვილი

zurabishvilisalome35

“მე არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ჩემი ხედვა მე გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბანერებთან „არა ნაცებს – არა ბოროტებას“ დაკავშირებით განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით მთელ საქართველოს ახსოვს.

„ორ რამეს ვიტყვი: ჯერ ერთი, ამ დღეებში არ არის დაწყებული აგრესიული კამპანია, ეს დაიწყო ორ თვე ნახევრის წინ ჩემს წინააღმდეგ, რასაც არ ვიცი, თქვენ როგორ აფასებთ. მეორე, მე არაფერს ვაფასებ. ჩემი წილი კამპანიის პირველი დღიდან არის ევროპული კამპანია და ეს გრძელდება. მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე, ჩემი ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები გამოიფინა. ბანერებზე წარწერით – “არა ნაცებს, არა ბოროტებას!”, გამოსახული არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.