დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე 23 მარტს 65 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუსიკოსი კოლეგებისგან და მეგობრებისგან უამრავ მილოცვას იღებს.
ვახტანგ კახიძეს სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს მომღერალი მაკა ზამბახიძეც და აქვეყნებს მათ დუეტს, რომელიც 5 წლის წინ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გამართულ კონცერტზე შეასრულეს. სიმღერის – „მხოლოდ შენ ერთს“ კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი თავად ვახტანგ კახიძეა.
„ჩემი მაესტრო, რომელმაც მაჩუქა ეს საოცარი კონცერტი და ჩემი ცხოვრების სიმდიდრე გახდა. მადლობა მაესტრო და გილოცავთ დაბადების დღეს“, – წერს მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში.
ჩემი მაესტრო❤️🎂❤️რომელმაც მაჩუქა ეს საოცარი კონცერტი და ჩემი ცხოვრების სიმდიდრე გახდა❤️ მადლობა მაესტრო და გილოცავთ დაბადებიადღეს❤️
Posted by Maka Zambakhidze on კვირა, 23 მარტი, 2025