LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ – ნიკა მელია

141
ნიკა მელია

ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში მისვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადადონ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი იღონონ.

“ბრაზზე ლაპარაკი ზედმეტია. როგორ შეიძლება ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება, რომლის დაქვემდებარებაშიცაა მათ შორის სასამართლო სისტემაც. სასამართლო ხელისუფლება იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა თუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი, ამიტომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან, ის იმედი, რაც შეიძლება არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი „ქართულ ოცნებას“, რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალური იყო, ბუნებრივია ეს იმედიც გადაწურულია.

ახლა მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების, მიუხედავად იმისია, რომ სიმართლე რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის სურათი, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ.

ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, მიუხედავად ამისა ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა პირველ რიგში საკუთარ თავში. იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ”, – აცხადებს ნიკა მელია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

„ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს“ – ხაბეიშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს

„ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს“ – მამუკა მდინარაძე

„საქართველო, შენ წამართვი ჩემი ახლობელი ადამიანი, ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო“ – ლიზა იასკო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g