LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ოცნებაა ფეხზე დამდგარს გხედავდე, მჯერა, ერთ დღეს ამისრულებ ამ ნატვრას… ბავშვობა წაგერთვა და დიდობაში ორმაგად დაგიბრუნებს უფალი დანაკლისს“ – რა ვიდეოს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის ოჯახი

2362
daTi qoqrashvili

დათი ქოქრაშვილი, რომლის ამბავმაც არაერთი ადამიანის გულამდე მიაღწია, ამჟამად, ამერიკაში მკურნალობს.

„შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა…“ – დამნაშავე, მკურნალობის ხანგრძლივი გზა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში – როგორ იხსენებს დათი ქოქრაშვილის დედა შემზარავ ავარიას

ოჯახი, რომელიც დღემდე მისი გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის, „ტიკ ტოკ“ პლატფორმაზე სტატუსს ავრცელებს.

პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იბრძვის და არ ნებდება დათი – ერთი წლის წინ ჩატარებული რთული ოპერაციის შემდეგ დათისა და ოჯახის ყოველდღიურობა რთული, მაგრამ კვლავ იმედით სავსეა.

„ჩემი გაბრაზებული ბიჭი. თითქმის 1 წელი გავიდა ამ ოპერაციიდან. ბევრი ტკივილი და ტანჯვა გავიარეთ დედი ერთად და ჯერ ვერ დადგა ის დღე, რომ შენ ეტლიდან ადგე.

ჩემი ოცნებაა, რომ ფეხზე დამდგარს გხედავდე და მჯერა რომ ერთ დღეს ამისრულებ ამ ნატვრას.

უფალს ვთხოვ, ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოს ჯვარი. სიხარულით აავსოს შენი პატარა გული და ლაღი ცხოვრება მოგცეს დე.

ბავშვობა წაგერთვა და დიდობაში ორმაგად დაგიბრუნებს უფალი დანაკლისს. ძალიან ბედნიერი იქნები ჩემო სიცოცხლე“

ვიდეო: „დათის ოპერაციამ ისე მარტივად ვერ ჩაიარა, როგორც ჩვენ გვინდოდა…არის რაღაც გართულებები, თუმცა ვიცით რომ უფალი ჩვენთანაა და ყველაფერი კარგად იქნება“ – დათი ქოქრაშვილის დედის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g