LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი პოსტი შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ…“ – რას წერს დავით ქაცარავა

1596
დავით ქაცარავა

„ჩვენი პირველი პროექტი მადრიდის ატლეტიკოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულებაა, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია“ – ამის შესახებ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

ქაცარავა ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მადრიდის ატლეტიკოს საფეხბურთო აკადემიის გახსნაა საქართველოში.

„ჩემო მეგობრებო! ჩემი პოსტი შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ – ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩემი აქტივობა ძირითადად ოკუპაციას უკავშირდება და ნაკლებად სპორტს, რომელიც ჩემი 2017 წლამდე ცხოვრების ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყო.
ამ პოსტში მოკლედ ავხსნი იმას, რაც ფოტოებში უჩეულოდ შეიძლება მოგეჩვენოთ – რანდენიმე თვის წინ, ჩემს შვილთან, მიხეილ ქაცარავასთან ერთად, დავაარსე სპორტული მენეჯმენტის კომპანია – GSMG – GEORGIAN SPORT MANAGEMENT GROUP.
ჩვენი პირველი პროექტი კი მადრიდის ატლეტიკოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულებაა, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია.
ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მადრიდის ატლეტიკოს საფეხბურთო აკადემიის გახსნაა საქართველოში.
ძალიან მალე დაგიბრუნდებით მეტი დეტალით, მანამდე კი კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ჩვენი ნაკრების ფანტასტიკურ შედეგს!“ – წერს ქაცარავა.

ჩემო მეგობრებო! ჩემი პოსტი შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ – ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩემი აქტივობა ძირითადად…

Posted by დავით ქაცარავა on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები