პარაოლიმპიელი ლიკუნა ჩაჩიბაია პარა ტაეკვანდოში ჩინეთის საერთაშორისო ტურნირის პრეზიდენტის თასის პრიზიორია.
მიღწეული წარმატების შესახებ პარაოლიმპიელმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა. ლიკუნამ გადაცემის წამყვანებს ბრძოლისთვის მომზადების ურთულესი პროცესის შესახებ უამბო.
მისი თქმით ყოველი დღე ვარჯიშით იწყება და ბევრს შრომობს იმისთვის, რომ წარმატებებს მიაღწიოს.
ლიკუნამ გადაცემაში შეყვარებულზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი რჩეულიც სპორტსმენია:
„კომიდან გამოსულს არავინ მეუბნებოდა, რომ ხელი არ მქონდა, ეშინოდათ, ცუდად არ მიმეღო და თავისთვის რამე არ დამეშავებინა“ – პარაოლიმპიელი ლიკუნა ჩაჩიბაია წლების წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს
„დღემდე დღე არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში და არ მითქვამს, რატომ მე, რატომ ღმერთო და პრეტენზია არ მქონია“
„პრინციპული ბრძოლა მოვიგე მექსიკელთან, ეს ბრინჯაო ჩემთვის ოქროს ტოლფასია, რადგან თურქეთში შეჯიბრებაზე ამ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდი.
რთული ჩხუბი იყო, ზემოდან მიყურებდა… მიზანი მქონდა რომ ამისთვის აუცილებლად მომეგო და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის…
ეს ჩემთვის ღირებული ბრძოლა იყო, თან მეტირებოდა…“ – ამბობს ლიკუნა.
პარაოლიმპიელმა გაიხსენა უცხოურ მედიასთან ინტერვიუც და თავისი რჩეულის შესახებ მოჰყვა:
„რომ ჩამოვედი, ჩემს შეყვარებულს ვეკითხები „საყვარელო, ეს ვიდეო დავდო?“
ჩემი შეყვარებული ტაეკვანდოისტია, ეროვნული ნაკრების კაპიტანია…
მე ვინ ვარ, როცა ჯერ ის არის… ჩემი შეყვარებული 5 წლიდან ამ სპორტშია, სულ სხვა მიღწევები აქვს, მოკლედ საქართველოში ასეთი ტაეკვანდოისტი წყვილი ვართ.
ის ძალიან ბევრ ღირებულ რჩევას მაძლევს ბრძოლის წინ… სამი წელია ერთად ვართ…“ – ამბობს ლიკუნა ჩაჩიბაია.
ვიდეო: "ამბობდნენ, რომ 16 წლის ასაკში მე-9 სართულიდან სიყვარულის გამო გადმოვხტი…სინამდვილეში ასე არ არის" – ლიკუნა ჩაჩიბაიას ისტორია
"ამბობდნენ, რომ 16 წლის ასაკში მე-9 სართულიდან სიყვარულის გამო გადმოვხტი…სინამდვილეში ასე არ არის" – ლიკუნა ჩაჩიბაიას ისტორია
🏆🏅პარაოლიმპიელი ლიკუნა ჩაჩიბაია პარა ტაეკვანდოში ჩინეთის საერთაშორისო ტურნირის პრეზიდენტის თასის პრიზიორია 🏆 რთული ჩხუბი იყო, ამ მოწინააღმდეგესთან დამარცხებული ვიყავი, ზემოდან მიყურებდა… 🏆 მიზანი მქონდა რომ ამისთვის აუცილებლად უნდა მომეგო 🔹 ჩემი შეყვარებულიც ტაეკვანდოისტია #ლიკუნაჩაჩიბაია
Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ოთხშაბათი, 30 აპრილი, 2025