თეატრისა და კინოს მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზთან“ საკუთარი ცხოვრებიდან ემოციური და მძიმე ეპიზოდი გაიხსენა.
მსახიობის თქმით, მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევრის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე მისი შვილი საავადმყოფოში იწვა, მას კი სცენაზე მოუწია ყოფნა.
„ჩემი ვაჟი საავადმყოფოში იწვა, მას ოპერაცია გაუკეთეს და ის 9 დღე მე მიწევდა პრემიერისთვის მზადება. პრემიერა უკვე დანიშნული იყო და მე მომიწია ამ დროს თამაში. იმის ნაცვლად, რომ… მე კლინიკაში ვინ შემიშვებდა, მაგრამ ვნანობ, რატომ იქ არ ვიყავი და რატომ ვიყავი სცენაზე. ის კრიტიკული საათები, კრიტიკული დღეები… მერე კი მივდიოდი“, – ამბობს ნანა ფაჩუაშვილი.
ემოციური საუბრისას ნანა ფაჩუაშვილმა ცრემლები ვერ შეიკავა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსახიობის პროფესიის მძიმე ბუნებისა, შვილის გვერდით არყოფნა დღემდე ტკივილით ახსენდება.
