LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა… – მე მამა აღარ მყავს” – ნიკა ქაცარიძის გოგონას ემოციური ამბავი

16348
BeFunky-collage (8) (1)

რუსთაველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ყველაზე უსუსური აღმოვჩნდი, შენ რომ ვერაფრით გიშველე, ამ ტკივილს მტერსაც არ ვუსურვებ…” – რას წერს ნიკა ქაცარიძის მეუღლე

“ნიკუშ დღეს შენი მეგობრები შენებთან მივედით… შენი პატარები თამაშობდნენ… მარიტუნა ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა… – მე მამა აღარ მყავს

ბავშვი ხელში ავიტაცე და გაქვავებული ვიდექი

ვერ მივხვდი რა მეპასუხა

მარიტუნა მიყურებდა და პასუხს ელოდა..თითქოს ჩემთან ამოწმებდა მართლა აღარ იყო მისი მამიკო?…

ღმერთო როგორ დავიბენი,გავშრი,მეგონა გული გამისკდებოდა..ძლივს ვუპასუხე… მარიტუნა შენ დედიკო გყავს,მამიდა,ბებიები,დეიდები,ბიძიები,შენი მამიკოს ბევრი მეგობრები..მარიტუნა იცი ჩემ შვილებსაც აღარ ჰყავთ მამიკო…ღმერთო რა სასწაულად მიყურებდა და მისმენდა..მერე ისევ მითხრა..- არა შენ ვერ მიხვდი მე მამა აღარ მყავს

ჩავეხუტე ისევ..ცოტა ხანში მაგრძნობინა გამიშვიო..ძირს დავსვი და გაიქცა სათამაშოდ

ნინომ ცრემლიანი თვალებით მითხრა..ასეთი რამ პირველად თქვაო

ღმერთოოო…როგორ გავუძლოთ ნიკუშ ამ ყველაფერს?!….”

 

 

ცნობისთვის, 5 იანვარს 43 წლის ასაკში მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა.

ქაცარიძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

“თავზარდამცემი დილა გათენდა საქართველოში, არ მჯერა რომ სადღაც გაქრი ერთ ღამეში” – როგორ ემშვიდობებიან ნიკა ქაცარიძეს

ნატალია ყულოშვილი: „გუშინ ასე გვიხაროდა ერთად ყოფნა… ნიკა, მადლობა მეგობრობისთვის…“

ზაზა პაპუაშვილი: „გამახარა გუშინ მისმა ზარმა… ერთი ორმოცი წუთი ვილაპარაკეთ…“

ნატალია ყულოშვილი: „გუშინ ასე გვიხაროდა ერთად ყოფნა… ნიკა, მადლობა მეგობრობისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g