LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო პატარა, ჩვენ დიდი გზა გავიარეთ“ – სარა ჯესიკა პარკერმა და მეთიუ ბროდერიკმა ქორწინების 23-ე იუბილე აღნიშნეს

394
NEW YORK, NY - SEPTEMBER 27:  Actors  Sarah Jessica Parker and Matthew Broderick attend the 2018 New York City Ballet Fall Fashion Gala at David H. Koch Theater, Lincoln Center on September 27, 2018 in New York City.  (Photo by Gilbert Carrasquillo/WireImage)

როგორც ჩანს, მაისი მყარი ჰოლივუდური წყვილების თვეა. სულ რამდენიმე დღის წინ სილვესტერ სტალონემ და ჯენიფერ ფლავინმა ქორწინების 23-ე იუბილე აღნიშნეს.

სილვესტერ სტალონემ და ჯენიფერ ფლავინმა ქორწინების 23-ე იუბილე აღნიშნეს

აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთად გაცილებით დიდი ხანია რაც არის, მათ ერთმანეთი 1988 წელს გაიცნეს და შეხვედრაც მალევე დაიწყეს

და აი, სასიამოვნო დამთხვევა, ქორწინების 23-ე იუბილეს სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკიც აღნიშნავენ. ზუსტად 23 წლის წინ წყვილმა ერთმანეთს მარადიული სიყვარული შეჰფიცა. ჰოლივუდური წყვილის ქორწილი ნიუ-იორკში, სინაგოგაში გაიმართა.

საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“  შავ-თეთრი ფოტო განათავსა და სურათი ასე დაასათაურა: ჩემო პატარა, ჩვენ დიდი გზა გავიარეთ,“

აღსანიშნავია, რომ 55 წლის სარა ჯესიკა პარკერსა და 58 წლის მეთიუ ბროდერიკს სამი შვილი, 17 წლის ვაჟი და 10 წლის ტყუპი ქალიშვილები ჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები