ბათუმში გაუჩინარებული ახალგაზრდის, ალექსანდრე მიქელაძის კვალს ერთი წლის შემდეგაც ვერ მიაკვლიეს. უშედეგო ძებნის ფონზე, დაკარგულის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილისადმი მონატრებასა და იმ დიდ ტკივილზე საუბრობს, რომელსაც საზოგადოებისგან მალავს.
„დეე, ჩემო უკიდეგანო მონატრება, ჩემო ალექსანდრე, შენზე ფიქრმა და შენზე დარდმა, ესეც კი გამაბედინა და ახლა ლექსად გადმოვეცი სულის ამოძახილი. ოხ, როგორ მჭირდები, დეე![]()
![]()
(პ.ს. მაპატიეთ, კიდევ, რომ გაწუხებთ, ჩემო კეთილო ადამიანებო![]()
)
ვერასდროს იგრძნობთ დედას, რომელსაც სტკივა შვილი…!
თქვენ ვერ გაიგებთ ვერა, მე რა მატარებს ქვეყნად…
ჩემი სიცილის მიღმა, რომ კივილია სულის!
თქვენ ვერ გაუგებთ დედას, რომელიც ცდილობს… ბედავს…
კვლავ გაახილოს თვალი,
კვლავ გაიცინოს თუნდაც და გააგრძელოს სუნთქვა…
თითქოს არა აქვს დარდი…
თქვენ ხომ არ იცით ფიქრით, რასაც ატარებს ჩუმად…
იცინის… ხუმრობს… სუნთქავს…
მაგრამ, ვაი, რომ დარდი…
მაგრამ, ვაი, რომ სევდა და მონატრება შვილის როგორ ერევა ჩუმად…
დედას, რომელსაც ექცა, ოცნებად შვილის სუნთქვა…
მისთვის ნათქვამი: ,,ალექს, ჩემი სუნთქვა ხარ, დედა!”, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
