LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონი და საუკეთესო ნატურალური ღვინო – პოლონეთში პრესტიჟულ კონკურსზე უმაღლესი ჯილდო ავიღეთ

103
winessss-e1491387353453-620x330

პოლონეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე GALICJA VITIS – 2020 ქართულმა ღვინოებმა რამდენიმე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურეს.

„თელავის ძველი მარნის“ ღვინომ,- „არჩილის ღვინო, რქაწითელი 2015“ კონკურსში ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: მიიღო Grand Gold მედალი მშრალი თეთრი ღვინოების კატეგორიაში და ამით, ჩემპიონის წოდება დაიმსახურა. ასევე, მოიპოვა განსაკუთრებული ჯილდო საუკეთესო ნატურალური ღვინისთვის.

კონკურსში ოქროს მედლები საქართველოდან შემდეგმა ღვინოებმა მიიღეს:

კომპანია „გელოვანის“ ღვინო – „კახური მწვანე, 2018“;

კომპანია „არტიზანი“ – “Orange Affair Mtsvane Rkatsiteli, 2019“

კომპანია „Katewines“-ის – „ქვევრის საფერავი, 2017“.

ცნობისთვის, GALICJA VITIS ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება და პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ კონკურსად მიიჩნევა.

ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის და წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით პოლონეთის ბაზარზე.

კონკურსზე სულ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე სახეობის ღვინო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები