LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა აზიელების გამო უქმეებზე გადააქვთ

87

“ჩემპიონთა ლიგის მატჩებს 2021 წლიდან უქმეებზე გადაიტანენ. ეს ყველაფერი შორეული აღმოსავლეთის აუდიტორიისთვის კეთდება.
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მატჩების შაბათ-კვირას გადატანას უეფას უმაღლეს წრეებში განიხილავენ. ეს ნაბიჯი განპირობებულია აღმოსავლეთის ქვეყნებში სატელევიზიო რეიტინგის გასაზრდელად”, – იუწყება BBC. ამჟამად ლიგის შეხვედრები სამუშაო დღეებში იმართება, როდესაც აზიის ქვეყნებში შუა ღამეა.

საფეხბურთო კალენდარში მსგავსი ცვლილებების მოხდენა 2021 წლამდე შეუძლებელია.ჩემპიონთა თასის და მისი მემკვიდრე ჩემპიონთა ლიგის თამაშები ტრადიციულად შუა კვირაში 1968 წლიდან იმართება. ტურნირის ფინალი, რომელიც ოთხშაბათობით ტარდებოდა, 2009/10 წლების სეზონიდან შაბათ დღეს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები