LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა სტამბოლს მისცეს, ევროპა ლიგა გდანსკს

50

უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში გაიმართება.

მატჩს უმასპინძლებს ათათურქის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც 76 092 მაყურებელს იტევს. ამ არენაზე ერთხელ უკვე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როცა 2005 წელს „ლივერპულმა“ პენალტების სერიაში „მილანი“ დაამარცხა (3:3, პენალტებით – 3:2).

ასევე გაირკვა, რომ 2019-20 წლების სეზონში ევროპის ლიგის ფინალს პოლონეთის ქალაქი გდანსკი უმასპინძლებს. იქაურ სტადიონზე, რომლის ტევადობა 44 000 მაყურებელია, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის მატჩები იმართებოდა.

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს უეფას სუპერთასის მატჩი პორტუში, „დრაგაუს“ სტადიონზე (52 000 მაყურებელი) ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალები, შესაბამისად, მადრიდსა და ბაქოში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები