უეფამ ჩემპიონთა ლიგის აგვისტოში დაბრუნება დაადასტურა.
ტურნირი პანდემიის გამო 1/8 ფინალურ სტადიაზე შეჩერდა. გადაწყდა, რომ დარჩენილ შეხვედრებს 12 დღეში ჩატევენ. ჩემპიონთა ლიგას “რვა გუნდის ფინალის” ფორმატით გაითამაშებენ – მეოთხედფინალიდან მოყოლებული (7-8 აგვისტო). ყველა დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება. გუნდები ერთმანეთის სიახლოვეს დაიდებენ ბინას – ლისაბონის გარეუბნებში. წილისყრა 10 ივლისს გაიმართება.
უეფამ ასევე აცნობა, რომ 2020/21 წლების სეზონში საკვალიფიკაციო ტურნირი თითოეულ სტადიაზე ერთმატჩიანი იქნება.
ევროპის ლიგასაც აგვისტოში ჩაამთავრებენ. 5-6 აგვისტოს 1/16 ფინალის მატჩები დასრულდება. ლოკაციებს მოგვიანებით დაადგენენ. 1/8 ფინალური სტადიის თამაშები კი გერმანიის ოთხ ქალაქში შედგება. ესენია კიოლნი, დიუსელდორფი, დუისბურგი და გელზენკირხენი. მატჩები 10-დან 21 აგვისტომდე ჩატარდება. დაპირისპირება აქაც ერთმატჩიანი იქნება.
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ, “ატალანტა”, “ატლეტიკო” და “ლეიპციგი” უკვე 1/4 ფინალში უკვე გავიდნენ. სხვა წყვილებმა მხოლოდ ერთი მატჩის გამართვა მოასწრეს.