LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლიდან გადაიტანენ, ალტერნატივა – ლისაბონი და გერმანიაა

78
2020-uefa-champions-league-final-gettyimages-1189006103

უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლიდან რომელიმე სხვა დიდი ქალაქში გადაიტანოს.

უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მსხვილი ტურნირების პლეი-ოფების გაგრძელების ვარიანტებს შეთავაზებს.

მთავარია ვარიანტია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასრულება აგვისტოში ეროვნული ჩემპიონატების ჩამთავრების შემდეგ. უეფა ევროპაში ავიამიმოსვლას ყურადღებით აკვირდება, მაგრამ მოწადინებულია, რომ  გადაფრენები მინიმუმამდე დაიყვანოს.

“სულ უფრო სავარაუდო ხდება ჩემპიონთა ლიგის ფინალის სტამბოლიდან გადატანა. თურქეთმა და უეფამ უკვე გამართეს მოლაპარაკებები. ჯერ განხილვა ადრეულ სტადიაზეა, მაგრამ ალტერნატივაც დასახელდა – ლისაბონი და გერმანიის რამდენიმე ქალაქი”, – წერს The Independent.

17 ივნისს უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართება და საკითხებს ევროპული ფედერაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები