LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს მეგობარს უთხრეს სიმსივნე გაქვსო, წავიდა თურქეთში და იქ უთხრეს, რომ ის ექიმი მოგვიყვანე, თავი უნდა დავუთვალიეროთო – ჯანდაცვის სისტემა ჩაფლავდა“ – ალეკო ელისაშვილი

531
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ საწყის ეტაპზე სისტემა წარმატებული იყო, ახლა კი „ჩაფლავდა“.

მან „პალიტრანიუსის“ ეთერში კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ პრობლემაა დიაგნოზის დასმის ნაწილშიც:

„საყოველთაო ჯანდაცვა თავიდან წარმატებული იყო, ახლა კი არის ჩაფლავებული საყოველთაო ჯანდაცვა. ვერ მეტყვით, ვერც ერთ ადამიანს, რომელსაც რაიმე სერიოზული დაავადება აქვს და ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გარბის, ჯანდაცვის სისტემა დიაგნოზს ვერ სვამს.

ჩემს ერთ მეგობარს უთხრეს, რომ სიმსივნე გაქვსო, წავიდა თურქეთში და იქ უთხრეს, რომ ის ექიმი მოგვიყვანე, თავი უნდა დავუთვალიეროთო.

არ მინახავს ვინმეს მძიმე სენი ჰქონდეს და [ღმერთმა ყველა დაიფაროს] საზღვარგარეთ არ მიდიოდეს. ბოლო კაპიკებს ხარჯავს, ვალებს იღებს და მიდის, გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთში. როგორ, თურქებმა როგორ მოახერხეს ჩვენზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემა შექმნეს?! ეს  სისტემაც, ყველაფერი ჩაფლავდა“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g