როგორც უკვე საზოგადოებისთვისაა ცნობილი, მსახიობ გიორგი გურგულიას ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტური ურთიერთობა აქვს. ყოფილმა ცოლმა, ლარისა გიგაურმა, მას პოლიციაშიც უჩივლა. ოჯახური ძალადობისა და მუქარის ბრალდებით მსახიობი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამასთან, გიორგი გურგულია, მისივე განცხადებით, 3 დღე ციხეშიც იმყოფებოდა.
ამის შესახებ მსახიობი გადაცემაში „შორენას ეფექტი“ საუბრობს და კონფლიქტის მიზეზებს ხსნის:
„ვუთხარი, თუ გათხოვდები და ნორმალურ ცხოვრებას მოიწყობ, მე თანახმა ვარ, რომ ბავშვიც იყოს შენთან და ყველაფერი ნორმალურად იყოს, მაგრამ ის რომ შენ ვიღაც მამკაცებთან დაიწყო სიარული, თუ იქნება სამომავლოდ ასე, მე არ მინდა რომ ბავშვის წინ ეს ხდებოდეს – ეს ვუთხარი და მან მიპასუხა, რომ მე იმას გავაკეთებ, რაც მინდა, თავისუფალი ადამიანი ვარო, მე კი ვუპასუხე, რომ თუ ისე არ იქნება როგორც წესია, მაშინ კონფლიქტი მოგვივა და დედას გიტირებ მეთქი, ეს კი ითვლება მუქარად.“
გიორგი გურგულია ჰყვება, რომ კონფლიქტის ფონზე, როცა მისმა მეუღლემ ხელმეორედ დარეკა პოლიციაში და საჩივარი შეიტანა, ტელეფონის წართმევისა და მუქარის ბრალდებით, მსახიობი დააპატიმრეს და 3 დღე საკანში გაატარა.
„დედის შეგინება – შენი დედა ვატირე არ არის მუქარა და დედას გიტირებ, ითვლება მუქარის შემცველ განცხადებად და შეიძლება მოგესაჯოს. შეურაცხყოფაზე არის „შტრაფები“ და მუქარაზე არის ციხე, დამაპატიმრეს და მოვხვდი საკანში 3 დღე“, – ამბობს გიორგი გურგულია.
https://www.facebook.com/rustavi2/videos/1241294986249290