LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს“ – მამუკა მდინარაძე

171
მამუკა მდინარაძეe

„ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„დღეს ამ ქვეყანას ორი მთავარი გამოწვევა აქვს. ერთი ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მეორე გამოწვევა ეს არის გარე ჩარევები.

მამუკა მდინარაძე: კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება, ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის

ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის, თუ ევროს ხარჯვის პროპორციულად, გამუდმებული პროვოკაციები არსებობდა და ამ მოწოდებებს, თუ დავალებებს უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მყარი პოზიცია, რომ უსაფრთხოების საკითხები თავის ადგილზეა. ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g