LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს სახლში ორი დღის წინ 2 ნიღბიანი ადამიანი მივიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს“ – ლევან იოსელიანი

227
ლევან იოსელიანი

ჩემს სახლში ორი დღის წინ 2 ნიღბიანი ადამიანი მივიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ არ აქვს ნდობა, რადგან მისი თქმით, შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ უფლებების და ადამიანების მიმართ.

„ეს ფაქტი მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ტელევიზია უკვე რამდენიმე თვეა კამპანიურად აკეთებს ჩემი, როგორც სახალხო დამცველის სამიზნედ ამოღებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება არ არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს სახალხო დამცველი პროტესტის მონაწილეების დასაცავად. ვიღაცას შეიძლება გულწრფელად სჯერა, რომ ამ პროცეს რაღაცას ვაკლებ, ისეთ რაღაცას არ ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. სამწუხაროდ, 2 ნიღბიანი ადამიანი მოვიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს. მე ასეთ ფაქტებზე შეფასებებს ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს ოპონენტის მიმართ, ეს არის წითელი ხაზი, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

ამ ისტორიის ყველაზე გულდასაწყვეტი ნაწილი არის ის, რომ საქართველოში, ვითომ ამდენი უფლებადამცველი ორგანიზაცია არსებობს, ამაზე არც ერთმა ხმა არ ამოიღო. როცა ანალოგიურ შემთხვევაში ერთ ამბავს ატეხდნენ, სწორია ერთი ამბავი უნდა ატეხო. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. მორალს იქით არის. არავინ ხმა ამოიღო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g