LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს შვილს ჭიები ჰყავს, დაუნიშნეთ რამე ექიმო“ – ეს კითხვა და თხოვნა ძალიან ხშირია“ – ინგა მამუჩიშვილის სასარგებლო რჩევა

1102
2026-04-08_01-14-42_623554

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.

„ჩემს შვილს ჭიები ყავს,დაუნიშნეთ რამე ექიმო“ -ეს კითხვა და თხოვნა ძალიან ხშირია…. მოდი განვიხილოთ ეს თქვენთვის ძალიან საინტერესო საკითხი…ბავშვთა ასაკში ჰელმინთოზი საკმაოდ ხშირია და, მიუხედავად თქენი შიშისა, უმეტეს შემთხვევაში მარტივად მართვადია — სწორი ინფორმაციისა და დროული ჩარევის პირობებში
ყველაზე გავრცელებული ჰელმინთები:

ენტერობიუსი (Enterobius vermicularis)ასკარიდა (Ascaris lumbricoides)ჯიარდია (Giardia lamblia)
ჰელმინთოზის მიზეზებია
ბინძური ხელები, დაბინძურებული საკვები/წყალი, ფრჩხილების კვნეტა, სათამაშოების, ზედაპირების დაბინძურება.
მჭიდრო კონტაქტი ბავშვებს შორის ბავშვთა დაწესებულებებში
განსაკუთრებით ხშირია 2–10 წლის ასაკში
როგორ შეიძლება ვივარაუდოთ,რომ ბავშვს ჰელმინთოზი აქვს????ენტერობიოზი(წვრილი ჭიები,რომლებიც ცხოვრობენ ანუსში)
გაძლიერებული ქავილი ანუსის მიდამოში ღამით, ძილში, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა. გაღიზიანებადობა, აგზნება.
ასკარიდოზი:
მუცლის ტკივილი. მადის დაქვეითება ან არასტაბილურობა.
ზოგჯერ ხველა (ლარვების მიგრაციის ფაზაში)
ჯიარდიოზი(ლამბლიოზი)ხანგრძლივი ფაღარათი, შებერილობა, წონის ცუდი მატება…რა არის საჭირო დიაგნოსტიკისთვის???
განავლის ანალიზი ჰელმინთებზე
ენტერობიოზზე -„სკოჩ-ტესტი“ დილით
გვახსოვდეს რომ ერთჯერადი პასუხი ყოველთვის არ გამორიცხავს ჰელმინთოზს…როგორ ვუმკურნალოთ???ანტიჰელმინთური პრეპარატებით მკაცრად ექიმის დანიშნულებით. არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას, ეს პრეპარატები ტოქსიურია და უამრავი გართულების გამოწვევა შეძლია.

პრევენციისთვის აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. ფრჩხილების მოკლედ დაჭრა
თეთრეულის ხშირი შეცვლა და დაუთოება სათამაშოების რეგულარული წმენდა
გახსოვდეთ:ჰელმინთები იშვიათად იწვევს სერიოზულ გართულებებს, მაგრამ ხშირად იწვევს დისკომფორტს, ძილის დარღვევას და ბავშვის ქცევის ცვლილებას, რაც მშობლისთვის დიდი სტრესია… ქავილი სხვადასხვა მიზეზის გამოც შეიძლება იყოს,ყველა ქავილი პარაზიტი არ არის -მაგრამ ყველა პარაზიტი ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს… ჰელმინტების გარეშე ცხოვრება ჩვენს პატარებს,თუმცა ეს შეუძლებელია ისინი ხომ ცხოვრობენ, გარემოსთან და ერთმანეთთან ურთიერთობენ,პირში იდებენ ყველაფერს და ამ პროცესების ბოლომდე გაკონტროლება შეუძლებელია. ყველა კონკრეტული კითხვით მიმართეთ თქვენს პედიატრს ან პარაზიტოლოგს“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

„მშობლები ხშირად მეკითხებიან, თუ ბავშვს დიდი ტონზილები (გლანდები) აქვს, აუცილებლად საჭიროებს ოპერაციას?“ – რას გვირჩევს ინგა მამუჩიშვილი

„ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს!“ – პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი“ – ინგა მამუჩიშვილი

„ჩემი შვილი რაღაც უჩვეულო, უხერხულ მოძრაობებს აკეთებს, რა არის ამის მიზეზი??…გახშირდა ეს კითხვა მშობლებისგან“ – ინგა მამუჩიშვილის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g