LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს სიუჟეტებზე იყო ლაპარაკი, რატომ აკეთებ ამას.. იმას რატომ დაურეკე, ამას რატომ დაურეკე“ – ბექა ყორშია დაკავების დეტალებზე

288
BeFunky-collage (18)

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია 2200 ლარით დააჯარიმა.

როგორც ყორშიამ აღნიშნა, საქმიანობის გამო, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.

რაც შეეხება დაკავების დეტალებს, როგორც ბექა ყორშია ამბობს, ის ნიღბიანმა პირებმა დააკავეს.

„პოლიციელმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ მიცნო და ეს იყო საბოლოდ, ის მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ავეყვანე. ძირითადად, სულ ჩემს სიუჟეტებზე იყო ლაპარაკი, რატომ აკეთებ ამას. იმას რატომ დაურეკე, ამას რატომ დაურეკე“, – განაცხადა ყორშიამ.

ბექა ყორშია ამბობს, რომ სისტემის შიგნით „ძალიან გატეხილები და გადაღლილები არიან“.

„ერთი სურვილი აქვთ, რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს აქციები, მაგრამ ცხადია, ჩვენ ამ სურვილს ვერ შევუსრულებთ, სანამ ეს ხელისუფლებაა. ფიზიკურად კი არიან მომზადებულები, მაგრამ მორალურად, მენტალურად, იდეოლოგიურად ძალიან მყიფე არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გადატყდებიან“,-განაცხადა ბექა ყორშიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g