“ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს”,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
გიორგი რურუა აღნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს „დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას“.
„ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.
და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა“, – წერს გიორგი რურუა.
ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.
