LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ყოფილ შეყვარებულს დაურეკა, არ ვიცი, ნომერი საიდან გაიგო..“, „ეს წერილი კარებზე დამხვდა და ახლაც შენახული მაქვს..“, – ნინო ბურჯანაძე შვილებზე, ოჯახსა და სიყვარულზე

976
BeFunky-collage

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემას „თავგადასავალი“ სტუმრობდა, სადაც პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, პოლიტიკის მიღმა, მისი ცხოვრების ყოველდღიურობაზეც ისაუბრა, მათ შორის მეუღლესა და შვილებზე.

„ძალიან გვიან ვიძინებ, ღამის სამი საათის შემდეგ შემიძლია ოთხ საათზე დავწვე და დილას შვიდზე ავდგე ან საერთოდ არ დავიძინო. ძილში დაკარგული დრო მენანება.  „შოპინგსაც“ საკმაოდ ჩქარა ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ სალონი ადამიანისთვის, რომელიც საზოგადოების თვალწინ არის, აუცილებელია. არ მახსოვს დედა თმა დაუვარცხნელი და მანიკიურის გარეშე. რაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის იყო მოწესრიგებული, ჩვენი ოჯახისთვის ტრაგიკულ დღეებშიც კი.

ოჯახში ითვლებოდა, რომ შენ, საკუთარ თავზე კი არ ზრუნავ და იმიტომ კი არ უნდა გამოიყურებოდე კარგად, არამედ, სხვას უნდა სცე პატივი. პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს განსაკუთრებით ვაქცევდი ამას ყურადღებას, რადგან მიმაჩნდა, რომ ისეთ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი, რომ ჩემი ქვეყანა წარმომეჩინა ისე, როგორც საჭიროა.  ამას წინათ, ჩაცმულობის „ეტიკეტთან“ დაკავშირებით მეკითხებოდნენ, ჩემთვის ეს ძალიან ბუნებრივი იყო. შენს მოპირდაპირედ მჯდომი ადამიანი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რასაც ელაპარაკები და არა იმაზე, რა გაცვია ან როგორ ზიხარ.

ბადრი ჩემზე უფროსია.. ჩვენს შორის სხვაობა 4 წელია. დაქორწინების გადაწყვეტილება სწრაფად არ მიმიღია.. ამას წინ, ჩემმა ქმარმა შვილებთან მიჩივლა – ჩამამწარა ყველაფერიო, კინოში არ მომყვებოდა, იქ არ მომყვებოდა და ა.შ. ნუ, დაპატიჟება, წაყოლა, წამოყვანის საკითხში მე ცოტა ძველმოდური ადამიანი ვიყავი. ჩემი შვილები, რაღაცებს რომ იხსენებენ, ძალიან დამცინიან..

ბადრი მესამე კურსზე იყო, მე მეორეზე..  ფაქტობრივად, პირველივე კვირებიდან დაიწყო გააქტიურება. მე ყურადღება არ მიმიქცევია, ვთვლიდი, რომ ეს მეგობრული ჟესტი იყო. ერთხელ კალათბურთზე დამპატიჟა, კალათბურთი ძალიან მიყვარდა, დედა კალათბურთელი იყო, მეც ვთამაშობდი სკოლაში. მარტო არ წავყევი, ჩვენი ახლობელი წავიყვანე, ჩემზე 7 წლით პატარა, შუაში ჩავისვი და ყველაზე სასაცილო იყო, რომ როდესაც წამოვედით, ამ პატარა ბავშვმა მითხრა, იცი, შენ მაგ ბიჭს უყვარხარო.. რას ამბობ-მეთქი, არ ვფიქრობდი, რომ ბადრის მხრიდან რამე სერიოზული იყო.  აღმოჩნდა, რომ ეს პროგნოზი გამართლდა. ძალიან თავგამოდებული კავალერი იყო.. ყველანაირ ხერხს იყენებდა, რათა მოვეხიბლე..“, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება შვილებს, როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, გული წყდება, რომ მათ აღზრდაში მონაწილეობა დიდი დოზით ვერ მიიღო, თუმცა დასძინა, რომ დროის დეფიციტის მიუხედავად, მუდმივად საქმის კურსში იყო.

„ჩემი შვილები არ იტყუებიან ხოლმე, მაგრამ მათ ხმას რომ გავიგონებ, უკვე მშვიდად ვარ.. რამდენიმე რაღაცაზე მწყდება გული. ერთი, გული მწყდება, რომ შვილებს იმდენი დრო ვერ დავუთმე, რამდენიც საჭიროა და მეორე, გული მწყდება, რომ არ მყავს მესამე შვილი. მინდოდა მესამე შვილი გოგო მყოლოდა..

ერთხელ რეზიკომ დატოვა წერილი წარწერით – „კმარა ლოდინი დედა“, ეს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდი იყო.. ეს წერილი ახლაც შენახული მაქვს და მიდევს კაბინეტში“, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

დედის მხრიდან მიღებულ ყურადღებასა და მზრუნველობაზე ისაუბრა ანზორ ბიწაძემ და აღნიშნა, რომ სიყვარული ორმხრივია.

 

 

ნინო ბურჯანაძის #თავგადასავალი — 11 ივნისი, 2023 წელი

✍️ ნინო ბურჯანაძის #თავგადასავალი

Posted by Formula • ფორმულა on კვირა, 11 ივნისი, 2023

 

 

„იყო შემთხვევა, როდესაც დღე-ნახევარი კონტაქტი გაწყდა.. ჩემს ყოფილ შეყვარებულს დაურეკა, არ ვიცი, ნომერი საიდან გაიგო..

თუ დედა მიფრინავს საზღვარგარეთ, მოთხოვნა იგივეა. სამი დღის წინ რომ დავურეკე, არ მიპასუხა ტელეფონზე, შემდეგ მამაჩემს დავურეკე, რა ხდება-თქო, მოკლედ, ორმხრივია სიყვარული“, – თქვა ანზორ ბიწაძემ.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g