LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა. ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის!“ – ვარლამ წიკლაური

121
ვარლამ წიკლაური

„ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტი – ვარლამ წიკლაური ახალციხის მერობის კანდიდატად წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „მისთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა“.

„ახალციხე ჩემი სახლია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. 

ეს შალვა ახალციხელის სამშობლო და საქართველოს მეციხოვნე ქალაქია. მდიდარი ისტორიით და მშვიდობიანი აწმყოთი. ქალაქი, რომელიც მუდამ ჩემთანაა, ჩემს გულში და ჩემს ფიქრებშია, სადაც არ უნდა ვიყო. ეს სიყვარული მარადიულია. ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის!

მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება ახალციხეს!“, – წერს ვარლამ წიკლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g