ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემას ახალი, ყველასთვის საყვარელი სახე შეემატა. მომღერალი სალომე ბაკურაძე დღეიდან „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდის წევრი გახდა. მომღერალმა პირველი პირდაპირი ეთერი დღეს უკვე ჩაატარა.
სალომე თანაწამყვანი ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს იქნება.
„ჩვენს სიკაშკაშეს ერთი სხივიც შემოემატა… მაყურებელი სამშაბათს და ხუთშაბათს იხილავს ამ შესანიშნავ სამეულს…“ – სალომე ბაკურაძის დებიუტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“
„სხვათა შორის მარტივად იღვიძებს, არ ჰქონია პრობლემა… გიზგიზებდა რომ მოვედი“
„ეს ჩემთვის მართლა, დიდი პატივია… მივესალმები სრულიად საქართველოს, ტყუილად სიტყვებს ბოლო წლებია არ ვისვრი და მართლაც დიდი პატივია, მაქვს საშუალება რომ სრულიად საქართველოს ამ ეთერით მივესალმო და თქვენთან ერთად, ლამაზებო, კოხტებო და კარგებო დავიწყო დილა…“
