LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის რთულ დროს ექთანმა გამაღვიძა და სასთუმალთან ვაჟა გაფრინდაშვილი დავინახე…“ – გიორგი კეკელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ

407
გიორგი კეკელიძე, ვაჟა გაფრინდაშვილი

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში დაკავებული მედიკოსის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ წერს.

მწერალი იხსენებს მისი ცხოვრების რთულ ეტაპზე ვაჟა გაფრინდაშვილთან შეხვედრას და ამბობს, რომ „სანამ ვალდებულად არ ვიგრძნობთ, ჭირში მყოფს გავუწოდოთ ხელი, საზოგადოებას ვერ დავირქმევთ“:

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„ჩემთვის რთულ დროს, იქნებოდა ალბათ მეორე დღე კლინიკაში წოლის, ექთანმა გამაღვიძა და სასთუმალთან ვაჟა გაფრინდაშვილი დავინახე და კიდევ ერთი ექიმი, რომელიც ახლა არ მახსოვს, ვინ იყო. ცოტა ადამიანმა მნახა მაშინ და მათ შორის ვინც მნახა, წესით, ვაჟა გაფრინდაშვილი არ უნდა ყოფილიყო.

მანამდე, როცა ცხინვალში დაიჭირეს, რაც შემეძლო, საჯარო ხმაურის მხრივ – გავაკეთე. მცირედი, ცხადია. არ ვიცნობდი. არ მიცნობდა. ბიბლიოთეკაში რომ შეხვდა მომლოდინე გულშემატკივრებს, არც მაშინ მინახავს. გვერდით ოთახში ვიჯექი და ჩემთვის მიხაროდა.

სანამ ვალდებულად არ ვიგრძნობთ, ჭირში მყოფს გავუწოდოთ ხელი და სირცხვილად არ ვიგრძნობთ ჭირში მყოფის მიმართ აღძრულ ბუქნა-სიხარულს – საზოგადოებას ვერ დავირქმევთ.

ასე მეგონა, მგონია და ამ ფიქრის გადათქმას არც სახვალიოდ ვაპირებ“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ჩემთვის რთულ დროს, იქნებოდა ალბათ მეორე დღე კლინიკაში წოლის, ექთანმა გამაღვიძა და სასთუმალთან ვაჟა გაფრინდაშვილი…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g