LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემთვის თუ რაღაც ემოციასთან ახლოს ყოფილა ქალბატონი, ის ჩემთვის რჩება და რჩება… მე არ მგონია ადამიანი გიყვარდა და აღარ გიყვარს, ვინც მყვარებია ყველა მიყვარს ახლა ისევ ისე, შეიძლება კიდევ უფრო ძვირფასადაც კი…“ – როლიკო ოქროპირიძე ურთიერთობებზე

213
როლიკო ოქროპირიძე

როდის ხვდები, რომ ურთიერთობა უნდა დასრულდეს და რა არის სიგნალი იმისა, რომ აქ წყდება ურთიერთობა? – მსახიობმა, როლანდ ოქროპირიძემ „პრაიმშოუს“ კითხვებს უპასუხა.

მსახიობი ამბობს, რომ ორმოცი წლის მანძილზე სულ ორი ადამიანი იყო, ვისთანაც შეგნებულად გაწყვიტა ურთიერთობა:

„მეგობრულ ურთიერთობაში შემხვედრია შურის მომენტი, უპატივცემულობა, ოღონდ ამას მალავდა. ყოფილა პროფესიული შური. ასეთი რამ ყოფილა გოგოებთან ურთიერთობაშიც, მაგ დროს მაშინვე არ ვწყვეტ ურთიერთობას.

ჩემი ცუდი თვისებაა, ჩემიანებს უკან გავწევ და სხვას ვეხმარები, ისინი კი ამას ხშირ შემთხვევაში იყენებენ ცუდად.

ორმოცი წლის მანძილზე სულ ორი ადამიანი იყო ვისთანაც შეგნებულად გავწყვიტე ურთიერთობა. იქ იყო რაღაც თვისებების უამრავი ბუკეტი, ბევრი ენერგია დავხარჯე – უბრალოდ თავს ანებებ. ხვდები, რომ რაც არ უნდა გაუკეთო ასეთ ადამიანს, მაინც ცუდად გექცევა, ზემოდან გიყურებს.

ჩემთვის თუ რაღაც ემოციასთან ახლოს ყოფილა ქალბატონი, ის ჩემთვის რჩება და რჩება.

მე არ მგონია ადამიანი გიყვარდა და აღარ გიყვარს, ვინც მყვარებია ყველა მიყვარს ახლა ისევ ისე, შეიძლება კიდევ უფრო ძვირფასადაც კი, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილია“, – ამბობს მსახიობი.

✨ როლანდ ოქროპირიძე სტუმრად #პრაიმშოუში

◽ ორმოცი წლის მანძილზე სულ ორი ადამიანი იყო ვისთანაც შეგნებულად გავწყვიტე ურთიერთობა ✨ როლანდ ოქროპირიძე სტუმრად #პრაიმშოუში

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g