მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს. კადრები ნიუ-იორკის ქუჩებში, თოვლიან ქუჩაშია გადაღებული.
ვიდეოში ნინი პოზიტიური განწყობით გულწრფელ ემოციებს უზიარებს გამომწერებს. როგორც მომღერალი წერს, თოვლის მოსვლა განსაკუთრებულად ახარებს:
„ჩემზე ძალიან თუ უყვარს კიდევ ვინმეს თოვლი, არ ვიცი“, – წერს ნინი შერმადინი.
ვიდეოში მომღერალი საახალწლო სიმღერას ასრულებს და თოვლში ცეკვავს, რითაც მაყურებლებს თავის სადღესასწაულო განწყობას უზიარებს.
