LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერგოლეიშვილი: ორუელი გამოადგა ივანიშვილს, ომს ასაღებს მშვიდობად, რუსულ კანონს – ამერიკულად

140
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„აი, ეს არის ქართული რეალობა, ორუელი გამოადგა ივანიშვილს, რომელიც უმეცრებას ძალად ასაღებს, ომს ასაღებს მშვიდობად, ბოროტებას ასაღებს სიკეთედ, რუსულ კანონს ასაღებს ამერიკულად, ასეთი ამერიკული კანონი არ არსებობს, არ არსებობს ამერიკული კანონი, რომელიც ამერიკული დემოკრატიის, ამერიკული კულტურის, ამერიკული ინფრასტრუქტურისთვის გაწეულ ძალისხმევას ასაღებს უცხო ქვეყნის ინტერესად“, – ამის შესახებ ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორმა, „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ იმართება.

„ჩვენ გვყავს რუსი ხელისუფლება, ჩვენ გვყავს რუსული რეჟიმი, ამიტომ მიიჩნევს საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციას, ქართული საზოგადოების დახმარებას, ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაციას უცხო ქვეყნის გავლენად. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს არ აინტერესებს და რომელსაც აწუხებს საქართველოში დემოკრატიის განვითარება, არის რუსეთი.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

ზუსტად ამიტომ აღიქვამენ ესენი ამ ყველაფერს უცხოურად, რომ რუსები არიან თვითონ, არაფერი ქართული მათთვის ნაცნობი არ არის, ყველაფერი ქართული მათთვის არის უცხო, რუსების მიერ შექმნილ ქართველის ხატს გვასაღებენ ქართველად და რუსების მიერ საბჭოთა დროს შექმნილ სტერეოტიპებს გვასაღებენ ქართულ ტრადიციებად, ჩვეულებრივი რუსები გვყავს და ეს რუსები უნდა მოვიშოროთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია დილიდან მიმდინარეობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სკანდირებენ:

„არა რუსულ კანონს“, „რუსული ოცნება“, „ვერ გაგვარსუებთ“, მონებო“.

ამავე თემაზე:

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

„არ მიიღოთ რუსული კანონი“ – პროფესორ-მასწავლებელები და მეცნიერ-თანამშრომლები პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

გოცირიძე: ბატონო გურამ, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას?

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g