უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში, საცხოვრებელ კორპუსებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.
როგორც ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე იერიში ნახევარი საათის წინ მიიტანეს:
“ჩერნიგოვში, ნახევარი საათის წინ, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ ზონას. ადგილზე მაშველები მუშაობენ. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – განაცხადა ვიაჩესლავ ჩავუსმა.
მისივე თქმით, დაზიანდა მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, ჩაიმსხვრა ფანჯრები და დაზიანდა კედლები და სახურავები.
ჩავუსის თქმითვე, ამ ტერიტორიასთან ახლოს არ არის სამხედრო ობიექტები, თუმცა არის საავადმყოფოები, რამდენიმე სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე ათობით მაღალსართულიანი შენობა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: