ჯულია რობერტსი და დენიელ მოდერი ქორწინების 21 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 55 წლის მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ის და მისი მეუღლე ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან.
„21 წელი, ნამდვილი სიყვარული“, – ასე დაასათაურა ემოციური ფოტო ჯულიამ.
ჯულია რობერტსმა იდეალური ქორწინების საიდუმლო გაამხილა
შეგახსენებთ, ჯულია რობერტსსა და მის მეუღლეს, 52 წლის დენიელ მოდერს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ამ დროის განმავლობაში წყვილი არცერთ სკანდალში არ გახვეულა, ისინი საოცრად ბედნიერად გრძნობენ თავს. ჯულიას და დენის 3 შვილი ჰყავთ.
ჯულია რობერტსი შუბლზე შეჭრილი და კიდევ უფრო წითური თმით „ჩოპარდის“ პრეზენტაციაზე