კომპანია Chevrolet იაპონიის ბაზრისთვის Corvette-ის ლიმიტირებულ სპეცვერსიას გამოუშვებს სახელწოდებით Grand Sport Admiral Blue Heritage Edition. სულ ასეთი ხუთი ეკზემპლარი აიწყობა, რომლებიც ექსტერიერისა და სალონის განსაკუთრებული გაფორმებით იქნება გამორჩეული.
ისევე როგორც მოდიფიკაცია Grand Sport, რომელიც გასულ წელს წარმოადგინეს, სიახლე ორიგინალი ვერსიის, Corvette Grand Sport-ის საპატივცემოდ შეიქმნა, რომელიც 1963 წელს გამოვიდა.
გარეგნულად ”იაპონური” Corvette ძირითადი ლურჯი ფერითა და გვერდებზე წითელი ზოლებით გამოირჩევა, ხოლო კაპოტსა და სახურავზე თეთრი ზოლებია დატანილი. გარდა ამისა, ავტომობილმა მიიღო შავი დისკები წითელი აქცენტებით.
Grand Sport Admiral Blue Heritage Edition-ი 6,2 ლიტრიან V8 ძრავს მიიღებს, რომელიც 460 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილის ღირებულება 115 000 დოლარია, ეს კი დაახლოებით 6 500 დოლარით ძვირია იპოანიაში სტანდარტულ Corvette Grand Sport-თან შდეარებით.