LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურის ახალი საბაგირო გზით, დღეში 2 000 ადამიანს უკვე აქვს უსაფრთხოდ გადაადგილდების საშუალება

432
tchiathura

ჭიათურის ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით დღეში, დაახლოებით, 2 000 ადამიანს უკვე აქვს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდების საშუალება.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის საბაგირო გზების რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბაგირო სადგურებსა და გზებს. საბაგირო გზების საერთო სიგრძე 3428 მეტრია და მასზე თანამედროვე სტანდარტების 8 გონდოლა იმოძრავებს.

ჭიათურაში აშენდა 4 რევერსული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა ქალაქის 4 სხვადასხვა მიმართულებით მდებარე უბნებისათვის. ქალაქის ცენტრიდან საბაგირო გზები გადაიყვანენ მგზავრებს შემდეგი მიმართულებით: 1. სანატორიუმი (862 მეტრი); 2. ნაგუთი (1081 მეტრი); 3. ლეჟუბანი (845 მეტრი) და 4. მუხაძე (640 მეტრი)

საბაგირო გზის ოთხივე მიმართულება უკვე შესულია ექსპლოატაციაში და ემსახურება მოსახლეობას.

ცნობისთვის, საბაგირო ტრანსპორტი ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იყო, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული საბაგირო ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g