LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიხლაძე – მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, “ქართული ოცნებისთვის” ეს უკვე სახარბიელო არ არის

155
სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შრომისუნარიან მოქალაქეებს სოციალური დახმარების ნაცვლად, ხელისუფლებამ სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, პრემიერის მიერ წარდგენილი 10 და 15-წლიანი გეგმებიდან არათუ რაიმე შესრულებულა, არც კი დაწყებულა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” სახარბიელო არ არის, რომ მთავრობა მმართველობის მეათე წელს სოციალური პროგრამებით სიტყვიერად ინტერესდება:

“მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის “ქართული ოცნებისთვის”.

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა 10 და 15-წლიანი გეგმები წარადგინა, საიდანაც არაფერი შესრულებულა კი არა, არც დაწყებულა.

ამიტომ, რაც უნდა წარადგინოს, 5-წლიანი, 10-წლიანი, 50-წლიანი გეგმა, ბატონი ღარიბაშვილისგან, პრემიერ-მინისტრისგან ეს უკვე არასერიოზულად აღიქმება და ირაკლი ღარიბაშვილი დაცინვის მორიგი საგანი გახდება.” – განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას შეაგუეს.

“რეალურად, დღეს შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g