LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელმა მოდის ბლოგერმა მინის ასი ავტომობილი ოთხ წუთში გაყიდა

94

ჩინელმა მოდის ბლოგერმა ბეკი ლიმ კომპანია მინის ასი განსაკუთრებული სამკარიანი ჰეთჩბეკი მესენჯერ WeChat-ში დადებული პოსტის საშუალებით გაყიდა. ასი ავტომობილის გაყიდვას კი მხოლოდ ოთხი წუთი დასჭირდა.

MINI-მ სამ კარიანი ჰეთჩბეკის განსაკუთრებული ვერსია მოამზადა, რომელსაც შავი ძარა და ბორბლები აქვს, ხოლო დანარჩენი Caribbean Aqua-ს საღებავით არის გაფორმებული. სულ ასეთი 300 ავტომობილი დამზადდა, მათგან სამი კი ჩინეთის ბაზრისთვის.

თითოეულის ფასი 285 000 იუანია. ბეკი ლის გამომწერებს ავტომობილის დასაჯავშნად პრიორიტეტი ენიჭებდათ. პოსტი გაყიდვის შესახევ 09:00 საათზე გამოაქვეყნდა, ხოლო ოთხი წუთის შემდეგ ყველა ავტომობილს ჯავშანი ქონდა, კიდევ 50 წუთის შემდეგ კი ყველა მათგანის თანხა დაფარული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები