ჩინელმა წყვილმა ქორწილი ”კამპ ნოუზე” გადაიხადა. საზეიმო ღონისძიება ამავე სტადიონზე, ნიშნობის გადახდიდან 18 თვეში შედგა.
”ბარსელონას” ჩინელი თაყვანისმცემლების შესახებ ინფორმაცია თავად გუნდის ოფიციალურ ვებ გვერდსა და ტვიტერზე გაჩნდა.
”დაე ჩვენი სიყვარული ისევე ცოცხლობდეს, როგორც გრძნობა ”ბარსას” მიმართ” – განაცხადა პატარძალმა და ბეჭდის დემონსტრირება მოახდინა.