LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთიდან გიერთდებით – ქართველმა პიანისტმა ჰიმნი 60 000 ადამიანის წინაშე დაუკრა

14350
miqadzegiorgi

ჯაზისა და პოპის ქართველმა ვარსკვლავმა გიორგი მიქაძემ, ჩინეთში საქართველოს ჰიმნი დაუკრა. ამით მუსიკოსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ჰიმნი wang leehom -ის ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ კონცერტზე,  城南体育场 Chengnan სტადიონზე, 60 000 ადამიანმა მოისმინა.

როგორც მიქაძემ საკუთარ “ფეისბუქზე” დაწერა, სამშობლოს ჰიმნით ჩინეთიდან ის ქართველებს უერთდება.

“დღეს ჩინეთიდან გიერთდებით ჩვენი სამშობლოს ჰიმნით??

გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!,” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მიქაძე ქართველი პიანისტია, რომელმაც თბილისის შემდეგ მუსიკალური განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. ის ამ დროისთვის როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ჩინეთში მოღვაწეობს, მუშაობს რამდენიმე ქართულ პროექტზე.

გიორგი მიქაძე ფორტუნაში:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები