LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის ლიდერმა მარკ ცუკერბერგს ურჩია, ქალიშვილს ჩინური სახელი არ დაარქვას

117

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ჩინეთის ლიდერთან, სი ცზინპინთან შეხვედრისას ახსენა, რომ გეგმავს, რომ ქალიშვილს ჩინური სახელი დაარქვას. პასუხად კი მან უარი მიიღო.

ცუკერბერგი და ცზინპინი ერთმანეთს საზეიმო ვახშამზე შეხვდნენ, რომელიც ბარაკ ობამამ მოაწყო და რომლზეც IT-სფეროს სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ, მათ შორის Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი, Microsoft-ის მეთაური სატია ნადელი და სხვები. ცუკერბერგს თან ახლდა ორსული მეუღლე პრისცილა ჩანი.

ცუკერბერგისა და ცზინპინის საუბარი ჩინურ ენაზე წარიმართა. როგორც წყარო აცხადებს, ლაკონური უარის გარდა, ჩინეთის მეთაურმა მარკის ასეთი გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობადაც მიიჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები