LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის ქუჩებში უპილოტო სატვირთოები გამოჩნდა

103
upiloto-satvirto

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას აგრძელებს და წინა ხაზზე ამჯერად ისევ ჩინეთია, სადაც ინფექცია პირველად აღმოაჩინეს და მის საბოლოოდ გაქრობას დღემდე ვერ ახერხებენ. 2022 წელს ხალხს უპილოტო ავტომობილები დაეხმარებიან, თანაც არა უბრალო მანქანები არამედ სატვირთოები – რობოტიზირებული დამლაგებლები ქუჩებს მოაწესრიგებენ და გზებს დეზინფექციას ჩაუტარებენ. თავისი შესაძლებლობებით ახალი სატვირთოები სერიულ მსუბუქ მოდელებზე უფრო მაგრებიც კი აღმოჩნდნენ.

ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Weride და დიდმა ჩინურმა კონცერნმა Youtong Group თავისი ძალისხმევა გააერთიანეს, რათა Robotweeper შეექმნათ, სრულად უპილოტო ელექტრონული სატვირთო, რომელიც საერთო მოხმარების გზების გასუფთავებისა და დეზინფექციისთვისაა შექმნილი.

ვიზუალურად სიახლე ისე გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი მანქანა, თუკი არ ჩავთვლით მძღოლის კაბინის დაბურულ ფანჯრებს, რათა გარშემომყოფმა ხალხმა საჭესთან ადამიანის არ ყოფნა ვერ შეამჩნიოს.

როგორც ცნობილია, Robosweeper-ს მეოთხე თაობის ავტოპილოტი აქვს, რაც აქამდე არც ერთ სერიულ ავტომობილს არ ჰქონია. ინოვაციური სისტემა მას საშუალებას აძლევს, რომ ადამიანის მონაწილეობის გარეშე იმუშაოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები