LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ – ისინი სამშობლოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ

214
კარანტინი

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე დახმარებას ითხოვს. მათ ქვეყნის დატოვება სურთ და ფრენების რამდენჯერმე გადადების გამო, საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ისინი ჩინეთის ქალაქ იანგოუჯში იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით დიპლომატიურ უწყებას მიმართეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთის, 2 კი საფრანგეთის დახმარებით წამოვიდა ჩინეთიდან. ისინი ამ დრომდე კარანტინის ზონაში რჩებიან.

ამ თემაზე განცხადება უკვე გააკეთა ჩინეთში საქართველოს ელჩმა. არჩილ კალანდია ამბობს, რომ მათი კომპეტეციის ფარგლებში მაქისმალურ დახმარებას უწევებ, თუმცა აღნიშნას, რომ კარანტინის ზონაში მყოფი ქალაქებიდან გამოსვლა და შესვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

“საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა ჩვენი სამი მოქალაქე იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ საქართველოში დაბრუნება. ცხადია, უკვე ორ კვირაზე მეტია კონტაქტი გვაქვს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან და შესაბამისად, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას ვუწევთ, რომ ამა თუ იმ რეისით, ეს ადამიანები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში. ისინი საბედნიეროდ, უხანში არ იმყოფებიან. ის ქალაქი დაკეტილია და ის ქალაქები უხანის გარდა, რომლებიც კარანტინის ზონაში არიან, იქიდან გამოსვლა და შესვლა, ამ ეტაპზე შეუძლებელია,” – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში, არჩილ კალანდიამ.

magti 5g