ჩინეთში საბავშვო ბაღის მასწავლებელი 23 აღსაზრდელის მოწამვლის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა თავი შეუძლოდ სადილის შემდეგ იგრძნეს, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის აღმზრდელმა საკვებს ნატრიუმის ნიტრატი დაუმატა. აღნიშნული ნივთიერება ტოქსიკურია და მას ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია.
მისი ქმედების მიზეზი და მოტივი უცნობია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 15 ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. დანარჩენები ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.