LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში, სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონლის ხორცში კორონავირუსი აღმოაჩინეს

125
Screenshot-1

აღმოსავლეთ ჩინეთში, ქალაქ ჯინანში სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილ საქონლის ხორცში კორონავირუსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ხორცი ბრაზილიიდან, ახალი ზელანდიიდან და ბოლივიიდანაა იმპორტირებული.

7500 ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდათ დაინფიცირებულ პროდუქტთან, ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, გაყინული საკვებიდან COVID-19-ით დაინფიცირების რისკი დაბალია, მაგრამ ჩინეთმა უკვე არაერთხელ გააჟღერა ინფორმაცია იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე ვირუსის აღმოჩენის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g