LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთთან ფრენები აიკრძალება: უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

302
დასაქმების სააგენტო

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ჩინეთთან ფრენები აიკრძალება. რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დრომდე ჩინეთში რჩებიან, მოხდება მათი ევაკუირება. მინისტრის განმარტებით, დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა სამშობლოში.

ჩინეთიდან საქართველოში ფრენები შეწყდება

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რომ აქედან გამომდინარე რისკი დაბალია. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საფრთხის გაჩენის რისკი მინიმუმადე დავიყვანოთ. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად პრევენციულ ღონისძიებებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები