ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე კატეგორიულად არ განიხილავს ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანას. საკითხზე განმარტება ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინურ ვაქცინას ჯერჯერობით საკმარისი სანდოობა არ აქვს.
„რაც შეხება ვაქცინებს, ჩვენ ცალსახად ვსაუბრობთ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“. – განაცხადა ტიკარაძემ.
მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა – ცერცვაძე