„ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის და ინფიცირების რისკი პირველ რიგში, ბავშვებში არის ძალიან მაღალი, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს „დელტა“ ვარიანტის“ შემთხვევაში იყო, – ამის შესახებ “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.
“ორი დიდი რისკია” – გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს
„ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ეს „დელტას“ დროს იყო. თუმცა, კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისევე დიდებში მსუბუქია“,-განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძემ განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“. როგორც მან აღნიშნა, მისი სიმტპომები ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას.
„ომიკრონს“ ძირითადად 3-დღიანი ავადობა ახასიათებს, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას“,-განაცხადა ჩხაიძემ.
“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის განცხადებითვე, თუ „ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდება, ძალიან მალე გახდება დომინანტური და მთლიანად ჩაანაცვლებს “დელტა” ვარიანტს.
„თუ დავუშვებთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოში დეკემბერში შემოვიდა, იანვრის ბოლოსთვის მთლიანად ჩაანაცვლებს „დელტა“ ვარიანტს და ის გახდება დომინანტური. იქნება თუ არა შემთხვევების მატება? რა თქმა უნდა, იქნება. თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას. არის რისკი იმისა, რომ ინფიცირება მაღალი იქნება, მაგრამ მინიმალურია იმის რისკი, რომ ამან გამოიწვიოს საწოლფონდის გადატვირთვა და ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს შემთხვევების რაოდენობას“,-განაცხადა ჩხაიძემ.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში „მეექვსე ტალღაც“ დაფიქსირდეს.
„შეიძლება იყოს “მეექვსე ტალღა”, ოღონდ ეს იქნება იმ შემთხვევების ტალღა, რომელსაც ადამიანები სახლში ან აბულატორიულად გადაიტანენ, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდებათ, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება“,-განაცხადა ჩხაიძემ.
რატომ ფიქრობენ სპეციალისტები, რომ „ომიკრონი“ უკვე საქართველოშია – რამ შეიძლება შეაკავოს ახალი შტამი
