LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: „ომიკრონის“ დომინირების შემდეგ, შესაძლოა, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 10 ათასს ასცდეს

632
BeFunky-collage (5)

ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით,  „ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შეიძლება ინფიცირების გამოვლენილი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბოს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის სრული კატასტროფა იქნება. მისივე განმარტებით, გამოვლენის შემთხვევაში, „ომიკრონი“ დომინანტური აუცილებლად გახდება, რადგან ვირუსის ამ ვარიანტს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს.

“გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი იმუნიტეტი? სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო რეალობა. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.

მილიონ ნახევარი ადამიანიდან, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და არც ვირუსი აქვთ გადატანილი, მათი 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება – კულუმბეგოვი

რაც შეეხება „ომიკრონის“ სიმპტომებს, ალერგოლოგ-იმუნოლოგი განმარტავს, რომ მას ახასიათებს კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი.

„ეს სიმპტომები არის უფრო წინა პლანზე, რაც ნებისმიერი რესპირაციული დაავადებისთვის არის იდენტური. ერთადერთი შესაძლებლობა, ადამიანმა დაადგინოს, აქვს თუ არა ვირუსის ესა თუ ის ვარიანტი, არის ტესტირება. კლინიკური სიმპტომებით ვირუსული დაავადების ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი აღნიშნავს, რომ  „ომიკრონით“ ინფიცირების დროს საკმოდ მაღალია რეინფიცირების შემთხვევები, ასევე ვაქცინით ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები. ამიტომ, კულუმბეგოვი მოქალაქეებს ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას ურჩევს.

„კარგი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ მესამე „ბუსტერის“ დამატების შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75%-ს უტოლდება, როდესაც ორი ვაქცინის შემდეგ მხოლოდ 35%-ია. ამიტომ, ადამიანებმა რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გაიკეთონ ვაქცინა, ან რაც შეიძლება სწრაფად, ვისაც ის ეკუთვნის, ვაქცინის ბუსტერული დოზა დაიმატონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ ამ ინფექციის დამაზიანებელ მოქმედებას, რომელსაც ყველა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა იგრძნობს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები