LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე დააკავეს

220

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გელა ეზიეშვილს ჩოხატაურის სამმართველოს წამომადგენლებმა ერთი აბი „სუბოქსინი“ ამოუღეს.

ეზიეშვილი დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ექსპერტიზის შედეგად მერის წარმომადგენელს, ასევე, დაუდგინდა სხვა შემადგენლობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაც.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები