LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოხატაურში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს

224
sastsrafo_w_h

როგორია ჩოხატაურში ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა. გურია ნიუსის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ კოროშინაძის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მეორე დაშავებული კი რჩება ადგილზე და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

„ერთი დაღუპული ჩემი მეგობრის ძმაა.. გარდაცვლილები ჩემთანაც არიან ოჯახში ნამყოფი, რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახს..“ – გივიკო დიდია ჩოხატაურში მომხდარ ტრაგედიაზე

ცნობისთვის, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g