LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭონქაძეზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

80

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ იაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ მიხეილ იაშვილის ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ, თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩასადენად მოტივი არ ჰქონდა.

“მიხეილ იაშვილს დაზიანება აქვს მიღებული მარცხენა ხელის სახსარზე და ამბობს, რომ ეს დაზიანება მას პოლიციის იძულების შედეგად მიიღო. ამასთან, მიხეილ იაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. ის ექიმების დაკვირვების ქვეშაა და მშრალ შიმშილობაზეა. ის თავს უდანაშაულოდ თვლის და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მას სურს, საზოგადოების ფართო ჩართულობით მოხდეს მისი საქმის განხილვა, რათა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ამასთან, მიხეილ იაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს,“ – განაცხადა დავით ცინცქილაძემ.

ადვოკატის თქმით, დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ და საქმესთან დაკავშირებით დეტალურად ამის შემდეგ ისაუბრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები