LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩურჩხელა, დამბალხაჭო, მაისის თაფლი – ქართულ პროდუქციას კორეაში დააგემოვნებენ

300

2018  წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის . ჯონჯუში იმართება ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა  (International  Fermented Food  Expo  2018), რომელშიც საქართველოს  დელეგაცია მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას.  IFFE  2018-ში  ქართული  მხარის  ჩართულობას  მხარს უჭერს საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში.

IFFE 2018-ზე ორგანიზატორები 15 ადგილობრივი მწარმოებლის ნაწარმს წარადგენენ: შპს „ამოჭამე“-ს  წარმოებული „წიწაკის  მურაბა“ და „ხახვის მურაბა“; შპს  „ანასეული კომბინატი“-ს  წარმოებული „გურული  ხილის  ოტკა“ და „ანასეულის  ჩაი“; შპს „გრინტეჩი“-ს წარმოებული სეზამის ზეთი; შპს „ფარკონი“-ს წარმოებული სანელებლები და დაფნა; ი.მ.  „შაკო  ქარჩავა“-ს წარმოებული კოლხური თაფლი; შპს „სკა“-ს  წარმოებული  აკაციის,  წაბლის, მაისის და ცაცხვის  თაფლები; შპს „სუბკულტურა“-ს  წარმოებული თაფლის დისტილატი „მიდამო“;  შპს  „კორი“-ს წარმოებული ლიქიორი  „ბაბალე“ და  მატონიზებული  სასმელი  „ჭოჭი“;  შპს „კამპა“-ს წვენები;  ი.მ.  „ეკა  დოჯურიშვილი“-ის  წარმოებული დამბალხაჭო;  ი.მ.  „ლევან მიქელაძის“ მიერ წარმოებული თუშური ქუმელი; ბაქმაზი; შპს „დიასახლისი“-ს წარმოებული ჩურჩხელა „Merry” და ღვინო  „კარდუელი“;  Geomusicbox-ის წარმოებული სუვენირები; ჯააძის თაფლი (მაისის თაფლი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g